Belive

პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირისთვის მასპინძელი ქვეყნები დასახელდა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, შვეიცარიის ქალაქ ჟენევის გარეუბან მიესში გაიმართება წილისყრა, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე 24 ქვეყნის ნაკრებს 4 ქვეყანაში გადაანაწილებს. სანამ წილისყრა გაიმართებოდეს, ფიბა-მ საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძელი 4 ქვეყანა დაასახელა: ესპანეთი, ლატვია, პუერტო რიკო და საბერძნეთი.

ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ამ ქვეყანაში წილისყრის შედეგად გამოვლენილი 6-6 ნაკრები გაემგზავრება და 2-დან 7 ივლისის ჩათვლით საუკეთესოს გამოავლენს. თითოეული ქვეყნის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს. 3 დღის წინ ფიბა-მ დღევანდელი წილისყრისთვის მონაწილე 24 ნაკრები 6 კალათაში განთესა და იქვე დაადგინა, რომ საკვალიფიკაციო ტურნირისთვის გუნდები შეირჩევიან ერთის მხრივ I, IV და V კალათებიდან, ხოლო მეორეს მხრივ II, III და VI-დან. 

საქართველო მე-4 კალათაში მოხვდა და შესაბამისად, დღეს გამოქვეყნებული მასპინძელი ქვეყნებიდან ჩვენი სავარაუდო ვარიანტებია ესპანეთი (ქალაქი ვალენსია) და ლატვია (რიგა). 

წილისყრას სამხრეთ სუდანის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნბა-ს ექსვარსკვლავი, ლუოლ დენგი გაუძღვება და ის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. წილისყრის თვალის დევნება FIBA-ს Youtube-არხის წარმოდგენილ ბმულზე შეგეძლებათ.

წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები