ევრობასკეტის თამაშებზე ქართველი მსაჯები იმუშავებენ
კაცთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით ეტაპამდე, ქალთა ანალოგიური ტურნირია, რომელიც 6-9 თებერვალს გაიმართება. მატჩებს ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, ისინი ვინც ფიბას ლიცენზია აქვს. ასეთი კი ოთხია: მიხეილ ვართანოვი, კირილე თვაური, მარინა შალამბერიძე და კომისარი (ტექნიკური დელეგატი) მერაბ რატიშვილი. ოთხივე მათგანი სხვადასხვა ქვეყნებსა და შესაბამისად, მატჩებზე იმუშავებს.
კონკრეტულად კი ქართველი მსაჯების მატჩების განრიგი ასე გამოიყურება:
მიხეილ ვართანოვი
9 თებერვალი. ქალთა ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი. პლოეშტი (რუმინეთი).
რუმინეთი – თურქეთი
კირილე თვაური
6 თებერვალი. ქალთა ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი. ფაენცა (იტალია).
იტალია – გერმანია
მარინა შალამბერიძე
9 თებერვალი. ქალთა ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი. ბაქო (აზერბაიჯანი)
აზერბაიჯანი – პოლონეთი
მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)
6 თებერვალი. ქალთა ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი. ბოტევგრადი (ბულგარეთი)
ბულგარეთი – სლოვენია