Belive

ქართული სუპერლიგის All Star-ის ძირითადი ხუთეულები ცნობილია

9 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ქართული სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩის (All Star) გამოკითხვა დასრულდა და გულშემატკივართა გადაწყვეტილებით საწყისი ხუთეულები დაკომპლექტდა ხოლო მთავარმა მწვრთნელებმა, ლექსო ლაფანაშვილმა და ირაკლი ხოშტარიამ დარჩენილი 7-7 მოთამაშე დაასახელეს.

სასტარტო ხუთეულში ერთმანეთს ადგილობრივი კალათბურთელები ლეგიონერებს დაუპირისპირდებიან, საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ადგილობრივების ძირითადი ხუთეული: გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), დავით ლომიძე (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), გიორგი სულაბერიძე (ქუთაისი), ბექა ბექაური (გურჯაანი).

სათადარიგოები: ლუკა მაზიაშვილი (კავკასია), ოთო ფხაკაძე (გურჯაანი), ლუკა ბულაშვილი (რუსთავი), ოთარ ბულიავა (ბათუმი), ნიკა ჩეჩელაშვილი (თსუ), ნიკა დარბაიძე (გურჯაანი), გეგი ბარბაქაძე (ივერიონი)

მთავარი მწვრთნელი: ლექსო ლაფანაშვილი

ასისტენტები: ბესო ლეჟავა, ნიკა მსხალაია

ლეგიონერების ძირითადი ხუთეული კი ასე გამოიყურება: დეტრეკ ბრაუნინგი (ქუთაისი), რაიან ჰოლანდი (ორბი), ლედოუ სკოტი (ქუთაისი), ჰანტერ ბოუდი (ბათუმი), მარკუს გილსონი (ქუთაისი).

სათადარიგოები: ტევის სმითი (გაუ), ენდრიუ ლუისი (გაუ), ტაირი ბოიკინი (თსუ), ჯონ ნეიგლი (ორბი), მაიკლ მეისი (მარგვეთი), ტაიშონ კროუფორდი (მარგვეთი), გრეგ ფარამი (კავკასია)

მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ხოშტარია

ასისტენტები: დიმიტრი ჯაკობოვი, საბა ზაქრაძე

All Star 2024-ზე ტრადიციულად გაიმართება სამქულიანების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ 3 ქულიანების სროლის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე მოთამაშეები მიიღებენ, ესენი არიან: ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ოთარ ფხაკაძე (გურჯაანი), დავით ლომიძე (ქუთაისი), ჯონ ნეიგლი (ორბი), ტაირი ბოიკინი (თსუ).

შეგახსენებთ რომ All Star თბილისი არენაზე, 28 იანვარს, 19:00 საათზე გაიმართება!

სხვა სტატიები