Belive

პანათინაიკოსი ევროლიგის 2023/24 წლების სეზონის გამარჯვებულია

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 2023/24 წლების სეზონის გამარჯვებული "პანათინაიკოსი" გახდა. ბერძნულმა გუნდმა ფინალში მადრიდის "რეალი" 80:95 დაამარცხა.

შეხვედრის დასაწყისი "რეალ მადრიდს" შესანიშნავი გამოუვიდა და პირველი მეოთხედი 11 ქულიანი სხვაობით 36:25 გაიმარჯვა. "პანათინაიკოსმა" მეორე მეოთხედიდან მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა და ესპანურ გუნდს გასაქანი არ მისცა, ჯერ მეორე მეოთხედი მოიგო 18:24, შემდეგ 7:15 და ბოლოს უდიდესი სხვაობის გათვალისწინებით მატჩს დიდი მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა და ბერძნულმა გუნდმა ბოლო გადამწყვეტ მეოთხედში 12 ქულიანი სხვაობით მოიგო 19:31.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა კოსტას სლუკასმა, რომელიც 24 ქულით ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო. 21 ქულა ჩააგდო კენდრიკ ნანმა, მატიას ლესორტმა 17 ქულა მიითვალა.

"რეალ მადრიდის" მხრიდან 15 ქულით თავის გუნდს ჯანან მუსამ ულიდერა, 12 ქულა კი ფაკუნდო კამპაცომ ჩააგდო.

"პანათინაიკოსი" ევროლიგის გამარჯვებული ისტორიაში მეშვიდედ გახდა.

სხვა სტატიები