Belive

ატამანი ბოსტონს: ,,თქვენ მსოფლიო ჩემპიონები არ ხართ!''

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

,,პანათინაიკოსის'' მთავარი მწვრთნელი, ერგინ ატამანი მიიჩნევს, რომ ,,ბოსტონ სელტიქსი'', რომელმაც გასულ სეზონში NBA მოიგო, მსოფლიო ჩემპიონად არ უნდა მოიხსენიონ:

,,როცა სელტიქსმა NBA მოიგო, მათ სოციალურ ქსელში დაწერეს: ,,მსოფლიო ჩემპიონი ბოსტონი.'' ისინი საკუთარ თავს ძალიან მაღლა აყენებენ. მათ წარმოუდგენელი თანხები სურთ იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ და ევროპაში ითამაშონ.

თქვენ არ ხართ მსოფლიო ჩემპიონები! თუ მსოფლიო ჩემპიონობა გსურთ, მოდით და ევროლიგის გამარჯვებულებს მოგვიგეთ! თუ ასეთი თავდაჯერებულები ხართ, ოაკაში (პანათინაიკოსის დარბაზი) გვეთამაშეთ და დაგვამარცხეთ...'' - ერგინ ატამანი

ევროლიგის გასული სეზონის ფინალში ,,პანათინაიკოსმა'' ატამანის ხელმძღვანელობით მადრიდის ,,რეალი'' დაამარცხა და ჩემპიონი ისტორიაში მეშვიდედ გახდა.