Belive

ორლანდოს წაგებათა სერია შეწყდა | ბითაძემ საკრამენტოსთან 13 წუთამდე ითამაშა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ, ორლანდო მეჯიქმა პირველი მატჩი მოიგო - ჯამალ მოსლის გუნდმა საკრამენტო კინგსს უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 121:117 დაამარცხა.

მატჩში 13 წუთამდე ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ორლანდოს 30 ქულით, 9 მოხსნითა და 7 ასისტით პაულო ბანკერომ ულიდერა, საკრამენტოს რიგებში კი 33 ქულით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 6 მოხსნით დემარ დეროზანი გამოირჩა.

ბითაძის გუნდი, რომელიც 39 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს ორშაბათს, 30 მარტს, ტორონტო რაპტორსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები