Belive

ბითაძის 4 ქულა კლივლენდთან | ორლანდო ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, კლივლენდ კავალიერსმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა და 136:131 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ორლანდო ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა მის მე-10 ადგილს (პლეი ოფის გადათამაშებაში მოხვედრის ზონა) არაფერი ემუქრება.

გოგა ბითაძემ მწვრთნელისგან 13 წუთზე მეტი მიიღო და ამ დროში 4 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა დააგროვა. გოგამ სულ 3-ჯერ შეუტია მეტოქის ფარს და 2-ჯერ ჩააგდო. გამორჩეულად კარგი მატჩი ჰქონდა დონოვან მიტჩელს, რომელმაც ორლანდოს 42 ქულა ჩაუგდო, ხოლო სტუმართა მხრიდან საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო - მან 36 ქულა დააგროვა.

ორლანდო შემდეგ მატჩს ამჯერად შინ, საკრამენტო გინგსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები