Belive

მამუკელაშვილისა და ბითაძისთვის NBA-ის სეზონი დასრულდა

10 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ქართველების გუნდები, NBA-ის პლეი-ოფებს, პირველი რაუნდიდან გამოეთიშნენ. აღმოსავლეთ კონფერენციაში გამართულ სერიებში, ტორონტო რაპტორსიცა და ორლანდო მეჯიქიც ერთნაირი ანგარიშით (4:3) დამარცხდენ, შესაბამისად კლივლენდ კავალიერსთან და დეტროიტ პისტონსთან.

ჩატარებულ მეშვიდე თამაშებში, მეორე რაუნდში გავიდნენ ის გუნდები, რომლებიც სახლში თამაშობდნენ - კლივლენდმა ტორონტო 114:102 დაამარცხა, ხოლო დეტროიტმა ორლანდო - 116:94.

გადამწყვეტ, მეშვიდე თამაშში, სანდრო მამუეკლაშვილმა კლივლენდის წინააღმდეგ 9 წუთი ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა. დეტროიტის წინააღმდეგ არ უთამაშია გოგა ბითაძეს.

აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე რაუნდში, კლივლენდი სწორედ დეტროიტს დაუპირისპირდება, ხოლო მათ შორის სერიაში გამარჯვებული, საკუთარი კონფერენციის ჩემპიონობისთვის ნიუ იორკსა და ფილადელფიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები