ორლანდომ პრე-სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ბითაძის დამაჯერებელი სტატისტიკა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრე-სეზონის შეხვედრაში, "ნიუ ორლეანსისა" და "ორლანდოს" დაპირისპირება შედგა. "Smoothie King Center"-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 105:122 დასრულდა.
"ნიუ ორლეანსის" გამარცხებაში საკუთარი წვლილი გოგა ბითაძემაც შეიტანა, რომელმაც პარკეტზე გატარებული მცირე დროის მიუხედავად, დამაჯერებელი სტატისტიკა დააფიქსირა. "ორლანდოს" ქართველ ცენტრს, სათამაშოდ 8:30 წუთი მიეცა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულისა და 4 მოხსნის დაგროვება შეძლო.
პრე-სეზონის მომდევნო 2 შეხვედრას, "ორლანდო" 13 და 18 ოქტომბერს გამართავს, სადაც "კლივლენდსა" და "ნიუ ორლეანსს" დაუპირისპირდება.