Belive

ორლანდოს 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა | გოგამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა

2 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "ნიუ იორკ ნიქსთან" 106:121 დამარცხდა.

გოგა ბითაძეს შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია, გავრცელებული ინფორმაციით ქართველმა კალათბურთელმა გახურებისას კოჭი გადაიბრუნდა და მთავარმა მწვრთნელმა მისი პარკეტს მიღმა დატოვება არჩია. ორლანდოელების ზედიზედ 6-მატჩიანი მოგებათა სერია კი გოგა ბითაძის არ ყოფნით დასრულდა.

ყველაზე მეტი 30 ქულა შეხვედრაში ფრანც ვაგნერს ჰქონდა, ორმაგი დუბლი გაიფორმა ენტონი თაუნსმა - 23 ქულა, 15 მოხსნა, 21 ქულა ჰქონდა ჯეილენ ბრანსონს, ხოლო ფრანცის ძმას მორიც ვაგნერს 20 ქულით და 12 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა. სამმაგი დუბლი კი ჯოშ ჰარტმა გაიფორმა - 11 ქულა, 13 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებით და 8 მარცხით მე-3 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 5 დეკემბერს, "ფილადელფია სიქსერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღეს, ასევე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიო სპურსმა", რომელიც "ფინიქს სანსთან" 104:93 დამარცხდა. ქართველ კალათბურთელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა დევინ ბუკერმა ჩააგდო, 25 ქულა ჰქონდა დევინ ვასელს.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 11 მოგებით და 10 მარცხით მე-10 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 6 დეკემბერს, "ჩიკაგო ბულსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები