ორლანდომ მაიამის მოუგო | ბითაძეს არ უთამაშია
NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში, "ორლანდო მეჯიქმა" მაიაიმი ჰიტი" 105:87 დაამარცხა. ფლორიდელების შემადგენლობაში არცერთი წუთი არ უთამაშია ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს.
ორლანდოს გამარჯვება, ძირითადად, მეორე ტაიმმა განაპირობა, სადაც მეჯიქმა პროცენტულად კარგად ისროლა, მაიამი ჰიტს კი გრძელი შეტევები ჰქონდა და თავისუფალ პოზიციაზე გასვლას ვერ ახერხებდნენ. ჰიტი ბოლო 4 მატჩში, პირველ მეოთხედში 20 ან უფრო ნაკლებ ქულას აგროვებს და თანაც 35%-ზე დაბალი შედეგით ისვრის, მართალია გაუმართლათ და პირველი მეოთხედი მხოლოდ 3 ქულით წააგეს, მეორე კი 1-ით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში ორლანდომ მოწინააღმდეგე ულაპარაკოდ (57:41) დაჩაგრა.
ჰიტს 22 ქულით, 11 მოხსნითა და 7 შეგეგიანი გადაცემიტ ბემ ადებაიომ ულიდერა, მან 17-დან 8-ჯერ ისროლა ზუსტად. ჯიმი ბატლერს კი 15 ქულა, 4 მოხსნა და ორი პასი ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ორლანდოს ძირითადის ხუთივე კალათბურთელმა 2-ციფრა ქულათა მაჩვენებელი დააფიქსირა. ბანკეროს 20 ქულა და 10 მოხსნა ორ პასთან ერთად - ბანკერო და ადებაიო იყვნენ ის კალათბურთელები, რომლებმა ორმაგი დუბლის გაკეთება შეძლეს. კარგი იყო ფრანც ვაგნერიც, რომელმაც 19 ქულას და 5 პასს მოუყარა თავი.
ჰიტის შეტევითი რეიტინგი (საშუალო ქულათა რაოდენობა) ბოლო 10 მატჩში არის 107.5, რაც მესამე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ლიგაში, მაიამელებს ზედიზედ სამი წაგება დაუგროვდათ.
ორლანდო 23 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზეა. ბითაძის პირდაპირი კონკურენტმა, ვენდელ კარტერმა მუხლის ტრავმის შემდეგ პირველად დაიწყო ძირითად ხუთეულში. მან თითქმის 35 წუთი ითამაშა და შეხვედრა 17 ქულით და 9 მოხსნიტ დაასრულა.