Belive

,,მიიღე, როგორც მოტივაცია'' - ამერიკულ მედიაში ბითაძეზე დუეინ უეიდის კომენტარი გაიხსენეს

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, ,,ორლანდო მეჯიქთან'' ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რა დროშიც 24 წლის კალათბურთელი 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ამერიკულმა Sports Center-მა ინსტაგრამში 2019 წელს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, როცა ახალწვეულთა პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა ყურადღება ზაიონ უილიამსონის მიმართ იყო მიპყრობილი.

მაშინ ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და გოგას გამამხნევებელი კომენტარი არაერთმა ვარსკვლავმა, მათ შორის დუეინ უეიდმაც დაუწერა (,,მიიღე, როგორც მოტივაცია'').

Sports Center-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული პოსტი ლეგენდარულმა კალათბურთელმა თავადვე მოიწონა.

გასულ სეზონში გოგა ბითაძის ანგარიშზე ..ორლანდო მეჯიქის'' შემადგენლობაში ჩატარებულ 62 შეხვედრაში საშუალოდ 5 ქულა, 4.6 მოხსნა, 1.3 შედეგიანი გადაცემა და 1.2 დაფარება იყო. 62-დან 33 მატჩი გოგამ ძირითად ხუთეულში დაიწყო.

View this post on Instagram

A post shared by SportsCenter (@sportscenter)

სხვა სტატიები