გოგა ბითაძეს ნიუ ორლეანსის წინააღმდეგ შედეგიანი მატჩი ჰქონდა
3 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ ორლეანს პელიკანსი" დიდი სხვაობით 115:88 დაამარცხა.
გოგა ბითაძეს კარგი მატჩი ჰქონდა, ქართველმა კალათბურთელმა 26:43 წუთში 11 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩში საუკეთესო იყო ფრანც ვაგნერი, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, ბრენდონ ბოსტონს 26 ქულა ჰქონდა.
"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 4 მოგებით და 6 მარცხით მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 11 ნოემბერს, "ვაშინგტონ უიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.