ორლანდომ კლივლენდთან ანგარიშში სხვაობა შეამცირა - ბითაძემ 6 წუთამდე ითამაშა
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის მე-3 შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,კლივლენდ კავალიერსს'' უმასპინძლა და 38-ქულიანი სხვაობით, 121:83 დაამარცხა. შედეგად, გუნდებს შორის სერიაში ანგარიში 1:2 გახდა.
დღევანდელ მატჩში 5:35 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარისკენ ორქულიანი ორჯერ ისროლა, თუმცა ორივე მცდელობა წარუმატებელი იყო.
,,ორლანდოს'' რიგებში 31 ქულით, 14 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით პაოლო ბანკერო გამოირჩა.
,,კლივლენდს'' 15 ქულით, 8 მოხსნითა და 1 დაფარებით ჯარეტ ალენმა ულიდერა.
,,მეჯიქსა'' და ,,კავალიერსს'' შორის პლეი-ოფის მომავალი შეხვედრა ხვალ, კვლავ ფლორიდაში გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.