Belive

ორლანდო ოკლაჰომასთან განადგურდა | გოგა ბითაძეს 1 წამითაც კი არ უთამაშია

19 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი ოკლაჰომა სითი თანდერთან დიდი სხვაობით 92:128 განადგურდა.

აღნიშნულ მატჩში გოგა ბითაძეს 1 წამითაც არ უთამაშია, ქართველი კალათბურთელი ერთადერთი იყო, ვისაც შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, აქედან გამომდინარე დიდია ეჭვი, რომ გოგა გაცვლებისთვის განკუთვნილ ფანჯრის დასრულებამდე სხვა გუნდში გადავა. რა გუნდში იასპარეზებს 26 წლის ქართველი ცენტრი ამას უახლოეს საათებში გავიგებთ, რადგან გაცვლის ბოლო თარიღი 5 თებერვალია.

ორლანდო ოკლაჰომას მატჩიდან 22 ქულით საუკეთესო იყო აიზია ჯო, 20-20 ქულა ჰქონდათ შაი გილჯეს-ალექსანდერსა და ჯეილენ საგსს.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 მოგებით და 24 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 6 თებერვალს, ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ გამართავს.

ასევე გეტყვით, რომ გოგა ბითაძეს ბოლო 5 მატჩიდან 4-ში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრის ახალ გუნდზე ბოლო დღეებში ძალიან ხშირად იწერება, სხვადასხვა წყაროს ცნობით მისი გადაყვანით დაინტერესებულია: ტორონტო რეპტორსი, სან ანტონიო სპურსი და ნიუ იორკ ნიქსი.

სხვა სტატიები