Belive

ორლანდომ დეტროიტს მოუგო | არცერთი წუთი გოგა ბითაძეს

2 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

დეტროიტში ადგილობრივმა "პისტონსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და შეხვედრა ანგარიშით 99:111 დათმო. მეჯიქის მწვრთნელს, ჯამალ მოსლის, ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე პარკეტზე საერთოდ არ გამოუყვანია და გუნდის ძირითადი ცენტრის დაბრუნების შემდეგ, ეს სიტუაცია უკვე პერმანენტულ ხასიათს იღებს.

წარმოუდგენელი შეხვედრა ჩაატარა ფრანც ვაგნერმა, რომელმაც მისთვის სარეკორდო 38 ქულა დააფიქსირა, 27 ქულა მან მხოლოდ მეორე ტაიმში ჩააგდო, ფრანცს 35 წუთში 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. პაოლო ბანკერომ ორლანდოს 20 ქულა მოუტანა. მხოლოდ ორი მოთამაშისგან 58 ქულის მიღება დეტროიტს წაგებად დაუჯდა. ძმასავით შედეგიანი არ იყო, თუმცა კარგი სტატისტიკა ჰქონდა მორიც ვაგნერსაც (10 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი) და ეს მხოლოდ 20 წუთში. რაც შეეხება ბითაძის პირდაპირ კონკურენტს, ვენდელ კარტერმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა და ამ დროში 7 ქულის, 4 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის შემადგენლობიდან ორმაგი დუბლი არცერთ კალათბურთელს არ შეუსრულებია.

ორლანდო მეჯიქმა ზედიზედ მე-3 შეხვედრა მოიგო და სულ ჩატარებულ 50 მატჩში 27 მოგება და 23 მარცხი აქვთ. ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ორლანდო მომდევნო შეხვედრას 7 თებერვალს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები