Belive

"სწორედ ამიტომ არის გოგა ბითაძე აბსოლუტური პროფესიონალი" - ორლანდო მეჯიქის მწვრთნელი

3 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორლანდო მეჯიქმა ვაშინგტონ უიზარდსი 126:109 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ორლანდოს სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან უიზარდთან 21:28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 8-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ჟურნალისტმა მეჯიქის მთავარ მწვრთნელს, ჯამალ მოსლის უენდელ კარტერტის ტრავმაზე ჰკითხა, რაზეც მან გოგა ბითაძის კარგ თამაშს გაუსვა ხაზი:

დიახ კარტერს ტრავმა აქვს, მან თამაშამდე ცოტა ხნით ადრე კოჭში ტკივილი იგრძნო. ყველამ მინდა, რომ კარგად მომისმინოს, სწორედ ამიტომ არის გოგა ბითაძე აბსოლუტური პროფესიონალი. მან არ იცოდა რა მოხდებოდა, ხშირ შემთხვევაში სათადარიგოდან უწევს თამაში და ვინ იცის რამდენი ხანია მას არ უთამაშია, მაგრამ მას აქვს უნარი, რომ მზად იყოს და მაშინვე თამაშში ჩაერთოს, ითამაშოს იმ გეგმით რასაც გუნდი თამაშობს, დაიცვას კონკრეტული მოთამაშე, გააკეთოს სწორი რამ და ნებისმიერ შემთხვევაში ითამაშოს სრული ენერგიით.

ეს არის ზუსტად ის რაც გვჭირდება, შესაძლოა მოთამაშის მატჩში ჩართვა ბოლო წუთს გადაწყდეს, აქაც ზუსტად ეს მოხდა, მაგრამ ის გამოვიდა და ითამაშა, თან ისე, რომ თამაშზე გავლენა მოახდინა. - ჯამალ მოსლი - ორლანდო მეჯიქის მთავარი მწვრთნელი

ასევე გეტყვით, რომ მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა პაოლო ბანკერომ ჩააგდო, 25 ქულა დააგროვა დესმონდ ბეინმა, ვაშინგტონის რიგებიდან 19 ქულით გამოირჩა უილ რაილი.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 მოგებით და 28 მარცხით მე-7 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 6 მარტს, დალას მავერიქსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები