ორლანდომ ვაშინგტონს მოუგო | ბითაძეს მცირე დრო დაუთმეს
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ვაშინგტონ უიზარდსი'' სტუმრად 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 109:97 დაამარცხა.
მატჩში ორწუთ-ნახევარი ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელსაც შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.
,,ორლანდოს'' 33 ქულით, 18 მოხსნით, 8 პასითა და 1 დაფარებით პაულო ბანკერომ ულიდერა, ,,ვაშინგტონის'' რიგებში კი 32 ქულით, 9 მოხსნითა და 7 ასისტით ბუბ კარინგტონი გამოირჩა.
გოგა ბითაძის გუნდი, რომელიც 38 მოგებითა და 40 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას 9 აპრილს, ,,ატლანტა ჰოუქსის'' წინააღმდეგ გამართავს.
WAGIC WIN 🪄 pic.twitter.com/9ogpenUDKl
— Orlando Magic (@OrlandoMagic) April 4, 2025