Belive

ორლანდომ ბრუკლინი დაამარცხა | გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსი" 81:108 დაამარცხა.

გოგა ბითაძე ძირითად შემანდგენლობაში არ ყოფილა და სულ 7:12 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა (1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო), 1 მოხსნა ჰქონდა და 1 ჩაჭრაც მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი თამაში ძმებს ფრანც და მორიც ვაგნერებს ჰქონდათ, ფრანცმა 21 ქულა ჩააგდო, ხოლო მორიცმა 16 ქულა მიითვალა. მეტოქე გუნდიდან საუკეთესო დენის შრიოდერი იყო 15 ქულით.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 33 მოგებით და 26 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა პირველ მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები