Belive

ორლანდომ ბრუკლინი დაამარცხა | გოგა ბითაძემ 7 წუთი ითამაშა

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მე-2 ტურის შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსი" 116:101 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ შეხვედრაში 6:24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო) ჩააგდო და ბურთი 2-ჯერ მოხსნა.

მატჩში საუკეთესო 29 ქულით ფრანც ვაგნერი იყო, 24 ქულა ჰქონდა კემერონ ტომასს, ხოლო 20 დენის შროდერს.

"ორლანდო მეჯიქს" NBA-ს ახალ სეზონში კარგი სტარტი აქვს, რეგულარული მან 2-დან 2 მოგებით დაიწყო.

სხვა სტატიები