ბითაძის ორლანდო გოლდენ სტეიტთან დამარცხდა | სტეფ კარის საოცარი მატჩი ჰქონდა
,,გოლდენ სტეიტმა'' ზედიზედ მე-5 შეხვედრაში იმარჯვა. ,,უორიორსმა'' ამჯერად ,,ორლანდო მეჯიქი'' სტუმრად 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 121:115 დაამარცხა.
მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო ,,ორლანდოს'' ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, რომელმაც 21 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გოგამ 3-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
,,მეჯიქს'' 41 ქულით, 6 მოხსნით, 5 პასითა და 2 ჩაჭრით პაულო ბანკერომ ულიდერა.
ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ,,უორიორსის'' უკანახაზელმა, სტეფ კარიმ - სუპერვარსკვლავმა 34 წუთში 56 ქულას, 4 მოხსნას, 3 ასისტსა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. სტეფმა 19-დან 12 სამქულიანის ჩაგდება შეძლო.
,,ორლანდო'', რომელიც 29 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს ორშაბათს, 3 მარტს, ,,ტორონტო რეპტორსის'' წინააღმდეგ გამართავს.