Belive

ბითაძის 10 ქულა ბოსტონთან - ორლანდომ ლიდერს მოუგო

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ბოსტონ სელტიკსმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა და 105:115 დამარცხა. შეხვედრის მომენტში ბოსტონი აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი იყო (11/2) ხოლო ორლანდო მერვე ადგილს იკავებდა (5/7).

გოგა ბითაძემ პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროში 10 ქულა, 6 მოხნსა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგასთვის, ეს ამ სეზონში კარგი მაჩვენებელია, მას სათამაშო დროც გაეზარდა და ზედიზედ მეორე შეხვედრაა 10 ქულა ადის. ბითაძემ 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.

საუკეთესო მაჩვენებლები (ორლანდოდადნ) დესმონდ ბეინს ჰქონდა, ხოლო (ბოსტონიდან) ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩეოდა - ორივემ 24 ქულა დააგროვა.

6 მოგებითა და 7 წაგებით ორლანდო აღმოსავლეთის კონფერენციაში მერვე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 19 ნოემბერს ფილადელფიასთან შინ ჩაატარებს.

სხვა სტატიები