Belive

ორლანდო ოკლაჰომასთან დამარცხდა | გოგას მცირე სათამაშო დრო მიეცა

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "ოკლაჰომა სიტი თანდერთან" 127:113 დამარცხდა. გოგა ბითაძის გუნდმა მხოლოდ პირველი მეოთხედის მოგება შეძლო, დანარჩენ 3 მეოთხედში დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მატჩში 2:23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა ჯეილენ უილიამსს ჰქონდა. შეი გილჯეს-ალექსანდერმა 32 ქულა ჩააგდო. "მეჯიქის" რიგებიდან პაოლო ბანკერომ 23 ქულით და 10 ასისტით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო 22 ქულა ჰქონდა გოგას პოზიციაზე მოთამაშე ვენდელ კარტერ ჯუნიორს.

შეხვედრა გამორჩეული იყო იმ ფაქტით, რომ "ორლანდო მეჯიქმა" თავისი არსებობის ისტორიაში პირველი ნომერი ხმარებიდან ამოიღო, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ჩაიცმევს ეს 32 ნომრიანი მაისურია და ეს შაკილ ო"ნილს ეკუთვნის. ლეგენდარული კალათბურთელი ორლანდომ 1992 წელს დრაფტზე პირველ ნომრად აიყვანა და ის ამ კლუბში 1996 წლამდე ასპარეზობდა.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 29 მოგებით და 25 წაგებით მე-7 პოზიციაზეა, შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი "ნიუ იორკ ნიქსთან" გამართავს

სხვა სტატიები