Belive

ორლანდომ ტორონტოს ბითაძის გარეშე მოუგო | მამუკელაშვილს 8 ქულა ჰქონდა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ორლანდო მეჯიქმა ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა და 130:120 დაამარცხა. აღმოსავლეთ კონფერენციაში, ტორონტოს 29 მოგება აქვს და მეხუთე ადგილზეა, ხოლო მეჯიქი მეშვიდე ადგილს იკავებს.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია, გოგა ბითაძეს დრო მაქსიმალურად შეეზღუდა, ქართველი ტორონტოსთან ბოლომდე სკამზე დარჩა და ასე იყო უკანასკნელ 2 შეხვედრაშიც (გამოტოვა კლივლენდთან და მაიმისთან). მიდის საუბარი, რომ გოგას დამატებით რეპტორსია დაინტერესებული.

სანდრო მამუკელაშვილმა 24 წუთი ითამაშა - დააგროვა 8 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა. სანდრომ ერთი ოქრულიანი გამოიყენა, დანარჩენი კი საჯარიმოებით ჩააგდო (6/6). სამჯერ ისროლა პერიმეტრიდან, თუმცა სამივეჯერ არაზუსტად.

მომავალ ტურში ტორონტო იუტას შეხვდება, ორლანდო კი სან ანტონიოს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები