Belive

რეგულარული დამთავრდა | NBA-ის პლეი ოფის წყვილები ცნობილია

7 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA დასკვნით ფაზაში გადადის. გუშინ გუნდებმა რეგულარულის უკანასკნელი მატჩები ჩაატარეს და ცხრილში საბოლოო პოზიციები დააფიქსირეს.

აღმოსავლეთ კონფერენცია:

კლივლენდ კავალიერსი (1) VS პლეი ინი (8)
ბოსტონ სელტიკსი (2) VS პლეი ინი (7)
ნიუ იორკ ნიქსი (3) VS დეტროიტ პისტონსი (6)
ინდიანა პეისერსი (4) VS მილუოკი ბაქსი (5)

აღმოსავლეთის პლეი ინის გუნდები:

ორლანდო მეჯიქი შეხვდება ატლანტა ჰოუკსს და გამარჯვებული პირდაპირ დაიკავებს მე-7 ადგილს, შესაბამისად პლეი ოფში ბოსტონის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. (დამარცხებული იტოვებს შანსს)

ჩიკაგო ბულსი შეხვდება მაიამი ჰიტს და გამარჯვებული გადაიკვეთება ორლანდოსა და ატლანტას შორის დამარცხებულთან - აქედან გასული პლეი ოფში მე-8 ნომერი იქნება.

დასავლეთ კონფერენცია:

ოკლაჰომა სითი თანდერი (1) VS პლეი ინი (8)
ჰიუსტონ როკეტსი (2) VS პლეი ინი (7)
ლოს ანჯელეს ლეიკერსი (3) VS მინესოტა ტიმბერვულვზი (6)
დენვერ ნაგეტსი (4) VS ლოს ანჯელეს კლიპერსი (5)

დასავლეთის პლეი ინის გუნდები:

გოლდენ სტეიტი შეხვდება მემფის გრიზლის და მოგებული პირდაპირ მე-7 ადგილით გადავა პლეი ოფში, შესაბამისად შეხვდება ჰიუსტონს. (დამარცხებული იტოვებს შანსს)

საკრამენო კინგსი შეხვდება დალას მავერიქსს და გამარჯვებული გადაიკვეთება გოლდენსა და მემფისს შორის დამარცხებულთან - აქედან გასული პლეი ოფში მე-8 ნომერი იქნება.

სხვა სტატიები