Belive

ორლანდო მეჯიქი ნიქსთან დამარცხდა | გოგა ბითაძემ პარკეტზე 7 წუთი გაატარა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში, "ნიუ იორკ ნიქსმა" "ორლანდო მეჯიქი" მიიღო და მეტოქე 24-ქულიანი სხვაობით, 98-74 დაამარცხა, ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ პარკეტზე 7 წუთი გაატარა, თუმცა სროლის მცდელობა საერთოდ არ ჰქონია და მის სტატისტიკურ ანგარიშზე მხოლოდ 1 დაკარგვისა და 1 პერსონალური ფოლის ამოკითხვა შეიძლება.

ეს შეხვედრა სეზონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალშედეგიანი მატჩი აღმოჩნდა, მთავარი დამნაშავე კი ორლანდოა, მეჯიქის კალათბურთელების სროლების მხოლოდ 35%-ზე ნაკლები ჩავარდა მეტოქის კალათში. პაოლო ბანკერომ 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, თუმცა თანაგუნდელებიდან მასთან ახლოსაც კი არავინ ყოფილა.

ნიქსს ახალდაბრუნებულმა ჯელენ ბრანსონმა ულიდერა 26 ქულით, ნიგერიელ პრეშიუს აჩიუვას კი ორმაგი დუბლი, 15 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა.

ამ მოგებით ნიქსმა ორლანდოს ცხრილში გადაასწრო და მე-4 / მე-5 ადგილებს იკავებენ, მეჯიქს 64 ჩატარებულ შეხვედრაში 27 მარცხი აქვს, ნიქსმა კი 63 მატჩში 26-ჯერ წააგო.

სხვა სტატიები