"გოგა გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს" - ორლანდოს მთავარი მწვრთნელი
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა ნიუ ორლეანს პელიკანსი 128:118 დაამარცხა.
გოგა ბითაძეს შედეგიანი მატჩი ჰქონდა, ქართველმა 32:06 წუთი ითამაშა, რა დროშიც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 14 ქულა (9-დან 7 ორქულიანი), 13 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება.
შეხვედრის შემდეგ ორლანდო მეჯიქის მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოსლიმ გოგა ბითაძის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
როდესაც გოგას შანსი ეძლევა ის ამ შესაძლებლობას ძალიან კარგად იყენებს. ის მატჩში ჩაერთო და სწორად ითამაშა, პარკეტზე ენერგიულად გამოიყურება და ეს სხვებისთვისაც გადამდებია. ბითაძე ყოველთვის ფოკუსირებულია თამაშზე და გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს, მან დღეს გიგანტური დახმარება გაგვიწია. - ჯამალ მოსლი - ორლანდო მეჯიქის მთავარი მწვრთნელი
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგებით და 18 მარცხით მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 15 იანვარს, მემფის გრიზლისის წინააღმდეგ გამართავს