Belive

ორლანდო კლივლენდთან დამარცხდა | ბითაძემ მხოლოდ 5 წუთი ითამაშა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი კლივლენდ კავალიერსთან 105:119 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მატჩში 05:18 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (4-დან 1 ორქულიანი) და 6 მოხსნა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 36 ქულა დონოვან მიტჩელმა ჩააგდო, 27 ქულა კი პაოლო ბანკერომ დააგროვა.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 მოგებით და 21 მარცხით მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 27 იანვარს, კვლავ კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები