ბითაძის 12 წუთი | ორლანდომ სეზონი ატლანტასთან მარცხით დაიწყო
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის პირველ მატჩში ორლანდო მეჯიქმა ატლანტა ჰოუქსს უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, 125:132 დაამარცხა.
შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო გოგა ბითაძე, რომელმაც არასრულ 12 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
მეჯიქს 35 ქულით, 10 პასით, 7 მოხსნითა და 1 ჩაჭრით პაულო ბანკერომ ულიდერა,
ორლანდო მომავალ მატჩს შაბათს, 24 ოქტომბერს, მინესოტას წინააღმდეგ გამართავს.