Belive

ორლანდო ფილადელფიასთან დამარცხდა | ბითაძემ 20 წუთამდე ითამაშა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქმა ფილადელფია სიქსერსს უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, 116:121 დამარცხდა.

მასპინძლები პირველ მეოთხედში 17 ქულითაც კი იგებდნენ, მე-3 მეოთხედის სტარტზე კი სხვაობა მათ სასარგებლოდ 11 ქულა იყო, თუმცა, გადამწყვეტი მე-4 მეოთხედი გამოდგმა, რომელშიც სიქსერსმა 10 ქულით იმარჯვა.

შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო გოგა ბითაძე, რომელმაც არასრულ 20 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.

მეჯიქს27 ქულით, 11 პასით, 8 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 2 დაფარებით ფრანც ვაგნერმა ულიდერა. სიქსერსის რიგებში 26 ქულით, 7 ასისტით, 6 მოხსნით, 3 დაფარებითა და 2 ჩაჭრით ჯოელ ემბიდი გამოირჩა. 22 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნა იყო ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე.

ორლანდო, რომელიც 6 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს შაბათს, 21 ნოემბერს, ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები