ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა | გოგა ბითაძემ 5 წუთი ითამაშა
13 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი ატლანტა ჰოუკსთან 112:124 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ მატჩში 05:29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი), 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 41 ქულა ჩააგდო ნიკეილ ალექსანდრ-უოკერმა, სამმაგი დუბლი გაიფორმა ჯეილენ ჯონსონმა - 24 ქულა, 15 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა. ორლანდოს რიგებიდან თანაბრად 18-18 ქულა ჩააგდეს დესმონდ ბეინმა და პაოლო ბანკერომ, ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც დააგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 38 მოგებით და 29 მარცხით მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 18 მარტს, ოკლაჰომა სიტი თანდერის წინააღმდეგ გამართავს.