Belive

ორლანდომ ტორონტო დაამარცხა | გოგა ბითაძემ 6 წუთი ითამაშა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა ტორონტო რეპტორსი 121:114 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ 6:05 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 2 ქულა (3-დან 1 ორქულიანი), 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 41 ქულა სკოტი ბარნსმა ჩააგდო, ორლანდოელთაგან 28 ქულით საუკეთესო იყო დესმონდ ბეინი.

ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში 2 მოგებით და 3 მარცხით მე-9 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 2 ნოემბერს ბოსტონ სელტიკსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები