Belive

ორი სამმაგი დუბლი და GAME WINNER ოვერტაიმში | მილუოკის ბოლო წამზე გამარჯვება საკრამენტოსთან

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სადაც "მილუოკი ბაქსი" "საკრამენტო კინგს" დაუპირისპირდა საოცარი გამოდგა. მატჩში, რომელშიც ორი სამმაგი დუბლი და ოვერტაიმში გამარჯვების მომტანი სამქულიანი (Game winner) ვიხილეთ "ბაქსის" გამარჯვებით 143:142 დასრულდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 128:128 დამთავრდა, შემდეგ გუნდებმა ოვერტაიმში გადაინაცვლეს და დამატებულ დროში "მილუოკიმ" "საკრამენტო" 15:14 დაამარცხა.

შეხვედრაში ორი სამმაგი დუბლი ვიხილეთ, იანის ანტეტოკუნმპომ 27 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, დომანტას საბონისმა კი 21 ქულა, 13 მოხსნა და 15 ასისტი დააგროვა. ბობი პორტისმა 22 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა კევინ ჰუერტერს 26 ქულა და 10 მოხსნა.

ყველაზე მეტი 32 ქულა მატჩში კი დე'არონ ფოქსს ჰქონდა.

შეხვედრის მთავარი ეპიზოდი ბოლო წამზე იყო, როდესაც დემიენ ლილარდმა "მილუოკი ბაქსს" გამარჯვების მომტანი ქულა მოუტანა. 05.2 წამით ადრე ანგარიში 142:140 იყო, ამერიკელმა კალათბურთელმა კი სამქულიანის ჩაგდება მოახერხა. დემიენმა საბოლოოდ მატჩი 29 ქულით და 8 ასისტით დაასრულა.

მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები