მილუოკი ბაქსმა მწვრთნელი გაუშვა | პრიორიტეტი დოკ რივერსის დათანხმება იქნება
"მილუოკი ბაქსის" ხელმძღვანელობამ, სეზონის კარგად დაწყების მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი ადრიან გრიფინი გაათავისუფლა. ბაქსს მოგება/წაგების შეფარდება 30/13-ზე აქვს, თუმცა გრიფინი მაინც გაუშვეს. ახლა ყველა საუბრობს იმაზე, რომ მილუოკის ყველაზე მეტად დოკ რივერსის დათანხმება სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მწვრთნელის მოვალეობას, ასისტენტი ჯო პრუნტი შეასრულებს.
ამ სეზონში ასეთი გადაწყვეტილების მიღება იყო ძალიან რთული იყო. ჩვენ დაუყოვნებლივ ვმუშაობთ ჩვენი შემდეგი მთავარი მწვრთნელის აყვანაზე. მადლობას ვუხდით მწვრთნელ გრიფინს შრომისმოყვარეობისა და გუნდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - თქვა ბაქსის გენერალურმა მენეჯერმა, ჯონ ჰორსტმა განცხადებაში
მთავარი მწვრთნელის, ადრიან გრიფინის გათავისუფლებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მილუოკი ბაქსი სწრაფად გადავიდა მისი შემცვლელის აყვანაზე და დოკ რივერსი, როგორც ჩანს, ფავორიტია. რივერსი აქამდე "სიქსერსს," "კლიპერსს," "სელტიკსსა" და "ორლანდო მეჯიქს" წვრთნიდა. უკანასკნელად რივერსი ფილადელფლიაში იყო, სადაც 3 სეზონი გაატარა და 154 მოგებასთან ერთად 82 მარცხი ჰქონდა. 2020-21 წლების სეზონში სიქსერსი ცხრილის პირველ ადგილზე გავიდა. მისდა საუბედუროდ, ფილადელფია, სამივე სეზონში, პლეი-ოფის ნახევარფინალში დამარცხდა, გასული წლის გაზაფხულის შემდეგ დოკ რივერსი ESPN-ის სამაუწყებლო გუნდში მუშაობდა.
Milwaukee Bucks and Doc Rivers continue to work towards a deal that will make him the franchise’s next head coach, but there is no agreement in place as of now, per @ChrisBHaynes pic.twitter.com/bRfsEP6kaG
— NBA TV (@NBATV) January 24, 2024