Belive

ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა | ორლანდო NBA-ის თასიდან გავარდა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზაციის შუასაზეზონო თასის მეოთხედფინალსაც წარმოადგენდა, "მილუოკი ბაქსმა" "ორლანდო მეჯიქი" მიიღო და მეტოქე 114:109 დაამარცხა.

ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს, მიმდინარე სეზონში ამდენი არ უთამაშია - გოგამ პარკეტზე 38 წუთი გაატარა და ამ დროში ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. ბითაძის ანგარიშზე 12 ქულა, 14 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო. მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი სწორედ ქართველმა შემოგვთავაზა, მან ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, იანის ანტეტოკუნმპოს გადაატენა, როცა ბერძენი დაფარებას ცდილობდა.

ორლანდო NBA-ის თასის მეოთხედფინალიდან გავარდა, თუმცა რეგულარულში ყველაფერი კარგად აქვს, 17 მოგებითა და 10 მარცხით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზეა. გოგას სეზონის საუკეთესო შედეგი წინა შეხვედრაში ჰქონდა, სადაც 21 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა.

სხვა სტატიები