Belive

შენგელია: ,,ბევრს ეგონა, რომ ზედიზედ 6 მატჩის წაგების გამო, ხელწამოსაკრავი გუნდი ვიყავით''

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთთან მოგების შესახებ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ისაუბრა:

,,პირველ ყოვლისა, მადლობა გულშემატკივრებს! მოგება ერთმანეთისა და საკუთარი თავის რწმენამ განაპირობა.

ბევრს ეგონა, რომ ზედიზედ 6 მატჩის წაგების შემდეგ ხელწამოსაკრავი გუნდი ვიყავით და დამაჯერებლობა ჩვენში აღარ იყო, მაგრამ დღეს დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში.

ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ! წაგებული თამაშია თუ მოგებული, ჩემი მწვრთნელებით, ჩემი გუნდითა და ჩემი ნამდვილი გულშემატკივრით ყოველთვის ვიამაყებ!

რიტმს ჩვენ ვაკონტროლებდით, მოგეხსენებათ, ესპანეთის სათამაშო სტილი სწრაფია, ჩვენი მთავარი მიზანი კი იყო, რომ 24 წამის წესი, რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო, რაც უპირველეს ყოვლისა, სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა.'' - თორნიკე შენგელია

ევრობასკეტის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:69 დაამარცხა.

ჯიკიჩის გუნდი მომავალ მატჩს შაბათს 30 აგვისტოს, იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები