Belive

ოფიციალურად - თორნიკე შენგელიამ ვირტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა - თორნიკე შენგელიამ "ვირტუს ბოლონიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, შენგელიამ იტალიურ საკალათბურთო კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა, რომელიც შესაძლოა კიდევ 1 წლით გაგრძელდეს.

"ვირტუს ბოლონია" ადასტურებს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, თორნიკე შენგელიასთან შეთანხმება მიღწეულია. კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდა, რომელიც შესაძლოა 2024-25 წლების სეზონში კიდევ გაგრძელდეს.

თოკო, რომელიც ჩვენს გუნდს გასულ სეზონში შეუერთდა, მალევე გახდა საკვანძო მოთამაშე და კლუბის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თოკო "ევროქაფის" მოგებასა და 14-წლიანი პაუზის შემდეგ "ევროლიგაზე" დაბრუნებაში დაგვეხმარა", - აღნიშნულია "ვირტუს ბოლონიას" განცხადებაში.

შეგახსენებთ, იტალიური საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს სერჯო სკარიოლო იკავებს, რომელმაც შენგელიას მიმართ სიმპატიები არაერთხელ გამოხატა და ისურვა, რომ შენგელია მის გუნდში კიდევ დიდხანს დარჩეს.

სხვა სტატიები