Belive

ოკლაჰომამ დალასთან გაათანაბრა | ბოსტონი ფავორიტის სტატუსს ამართლებს

6 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

დღეს NBA-ის პლეი ოფის სერიის მეოთხე თამაში დარჩენილმა 4-მა გუნდმაც ჩაატარა. "დალას მავერიქსმა" საკუთარ არენაზე "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 96:100 დამარცხდა. შედეგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა (2:2) და მომდევნო დაპირისპირებებს გუნდები საკუთარ პარკეტზე მონაცვლეობით ჩაატარებენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოკლაჰომას ულიდერა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა შაი გილჯეს-ალექსანდერმა. კანადელმა ყველაზე მეტი (42 წუთი) ითამაშა და ამ დროში 34 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჩეტ ჰოლმგრენს მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე ( 18 ქულა და 9 მოხსნა), ლუგენც დორტს კი 17ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანს შედეგიანი გადაცემა არ გაუკეთებია.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მავერიქსის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე პი ჯეი ვაშინგტონი იყო - 21 ქულითა და 12 მოხსნით. ლუკა დონჩიჩი ქულებით არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა, თუმცა სლოვენიელმა სამმაგი დუბლის შესრულება მოხერხა (18 ქულა, 12 მოხსნა და 10 ასისტი). დალასზე განსაკუთრებით კაირი ირვინგის ცუდმა თამაშმა იქონია გავლენა, სუპერვარსკვლავს მხოლოდ 9 ქულა ჰქონდა.

"ბოსტონ სელტიკსს" ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიჰყავს. სერიის მე-4 თამაშში "კლივლენდ კავალიერსთან" მოგებით, ბოსტონი ერთადერთი გუნდია, რომელიც სერიას ანგარიშით 3:1 იგებს, დანარჩენ 3 წყვილში ანგარიში ერთნაირია (2:2). სელტიკსმა 102:109 გაიმარჯვა და მომდევნო თამაში შინ უნდა ჩაატაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფის შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია თიდი გარდენში გაინაღდოს.

ბოსტონის მოგება დიდ წილად ლიდერების, ჯეისონ ტეიტუმისა და ჯეილენ ბრაუნის კარგმა თამაშმა განაპირობა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანიი სწორედ ტეიტუმი იყო 33 ქულით, 11 მოხსნითა და 5 გადაცემით, ბრაუნმა კი გუნდს 27 ქულა მოუტანა.

სხვა სტატიები