Belive

დონჩიჩი: ,,ასეთი რამ ჩემს კარიერაში აქამდე არასდროს მომხდარა''

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

სლოვენიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, გერმანიასთან მარცხის შემდეგ, მსაჯების მიმართ უკმაყოფილება ვერ დამალა:

,,პირველი ტექნიკური მატჩის დაწყებიდან 2 წუთში უმიზეზოდ მივიღე, მეოთხედფინალში ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს... მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კალათბურთელზეა საუბარი. თანაც გაფრთხილების გარეშე, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რაზე ფიქრობდნენ მსაჯები.

მირჩევნია, ამ ყველაფერზე ბევრი არ ვისაუბრო, უფრო სწორად, სჯობს, რომ არ ვისაუბრო. მე-3 მეოთხედის დასაწყისში მე-4 ჯარიმა მივიღე, ეს კი ჩემს კარიერაში აქამდე არასდროს მომხდარა. რა თქმა უნდა, გაბრაზებული ვარ... მე-4 მეოთხედში მეტის გაკეთება შემეძლო. გადამწყვეტ მომენტებში სწორი გადაწყვეტილბები ვერ მივიღე. ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ, ყველამ ვიბრძოლეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ და დავამტკიცეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია.

ეს შედეგი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არაა, მეტის მიღწევა გვსურდა, მაგრამ ბევრი ჩვენზე უპატივცემულოდ საუბრობდა. სლოვენიისთვის ვიბრძვით და 100%-ით ვიხარჯებით. პირველი 2 წაგებული მატჩის შემდეგ, ზედიზედ 4-ის მოგება მარტივი არ ყოფილა, ეს ყველაფერი დასაფასებელია.'' - ლუკა დონჩიჩი

ევრობასკეტის 1/4-ფინალში სლოვენიის ნაკრები გერმანიასთან 91:99 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

დონჩიჩმა მატჩში 39 ქულა, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

სხვა სტატიები