ოკლაჰომა პლეი-ოფს მიუახლოვდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, პლეი-ინის მატჩები გაიმართა.
ნიუ ორლეანსში, "Smoothie King Center"-ში "ნიუ ორლეანსისა" (9) და "ოკლაჰომას" (10) დაპირისპირება შედგა. სანახაობრივი მატჩი მასპინძელთა მარცხით 118:123 დასრულდა. "ოკლაჰომას" შეი ჟილ-ალექსანდერმა ულიდერა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 41:25 წუთში 32 ქულის, 5 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ასევე გამორჩეული მატჩი ჰქონდა ჯოშ გიდის (31 ქულა, 9 მოხსნა, 10 ასისტი), რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
"ნიუ ორლეანსის" დამარცხების შემდეგ, "ოკლაჰომა" პლეი-ოფს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. 15 აპრილს "მინესოტასა" და "ოკლაჰომას" მატჩი შედგება. გამარჯვებული პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას - დამარცხებულისთვის კი სეზონი დასრულდება.