Belive

ოკლაჰომამ ნიუ ორლეანსის ბარიერი მარტივად გაიარა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი ოფის მეოთხე თამაშში, "ნიუ ორლეანსს პელიკანსსა" და "ოკლაჰომა სიტი თანდერს" შორის, გამარჯვება ოკლაჰომელებს დარჩათ (89:97) და ამით სერიაც დაიხურა. ნიუ ორლეანსი პლეი ოფიდან "მშრალი" ანგარიშით, 4:0 გავარდა.

აღსანიშნავია, რომ ოკლაჰომა გახდა ყველაზე ახალგაზრდა გუნდი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის სერია მოიგო და მათ ეს გააკეთეს დამაჯერებლად, როგორც დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდმა. ოკლაჰომა სიტის საშუალო ასაკი, სათამაშო დროის მიხედვით, 23 წელი და 343 დღეა. წინა ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, რომელმაც პლეი ოფის სერია მოიგო ასევე თანდერი იყო, თუმცა 2011 წელს - მაშინ მოთამაშეების საშუალო ასაკი 24 წელსა და 149 დღეს შეადგენდა.

როგორც ძირითად შემთხვევებში ხდება, ოკლაჰომას უკანასკნელ შეხვედრაშიც შაი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, კანადელმა 24 ქულა და 10 მოხსნა აიღო. 24 ქულა ჰქონდა ჯალენ უილიამსსაც - 8 მოხსნასთან და 4 შედეგიან გადაცემასთან ერთად.

ყველაზე "პატარა" ბიჭები, პლეი ოფის შემდეგ ეტაპზე, "ლოს ანჯელეს კლიპერსისა" და "დალას მავერიქსის" წყვილში გამარჯვებულს ელოდებიან.

სხვა სტატიები