ოფიციალურად: თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონია დატოვა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ოფიციალურად, თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონია დატოვა, იტალიური გუნდი ქართველ კალათბურთელს უკვე დაემშვიდობა. Mundo Deportivo-ს ცნობით 33 წლის კალათბურთელი ბარსელონაში გადავა და 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიაში 3 წლის განმავლობაში ასპარეზობდა. მან იტალიურ გუნდთან ერთად მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონობა იზეიმა, თოკო ფინალების MVP-იც გახდა. ქართველმა კალათბურთელმა 2022 წელს ევროთასის მოგებაც მოახერხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ბოლონიურ კლუბში საშუალოდ 15.6 ქულას, 5.0 მოხსნას და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
“𝙌𝙪𝙚𝙡𝙡𝙤 𝙘𝙝𝙚 𝙖𝙗𝙗𝙞𝙖𝙢𝙤 𝙘𝙤𝙣𝙙𝙞𝙫𝙞𝙨𝙤 𝙧𝙞𝙢𝙖𝙧𝙧𝙖’ 𝙘𝙤𝙣 𝙢𝙚 𝙥𝙚𝙧 𝙨𝙚𝙢𝙥𝙧𝙚” 🗣️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) June 30, 2025
GRAZIE TOKO 🤍🖤 pic.twitter.com/VizaajdNXt