Belive

ოფიციალურად: საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებულია, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს, ეროვნულ გუნდს თელავივის "მაკაბის" უკანახაზელი, ჯო ტომასონი შემოურთდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ჯო ტომასონი 30 წლისაა და წარმოშობით ამერიკელია, მან კარიერა ამერიკის კოლეჯის გუნდში დაიწყო, შემდეგ კი, რუმინეთში ბუქარესტის "დინამოში" ასპარეზობდა, მისი მომდევნო კლუბი პოლონეთის "სტაროგრადი გდანსკი" იყო, შემდეგ ისევ პოლონეთში "ლუბლინში" და "ზიელონა გორაში" გააგრძელა კარიერა, მომდევნო კლუბი ისრაელის "გილბოა გალილი" იყო, შემდეგი ესპანური "მანრესა", რუსეთის "ზენიტი", ბერძნული პრომითეასი, ესპანურ "გრანადაში" უთამაშია და დღეს თელავივის "მაკაბიში" ასპარეზობს.

სხვა სტატიები