Belive

ოფიციალურად | გოლდენ სტეიტმა 11-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

13-წლიანი დიდი ეპოქა დასრულებულია - კლეი ტომპსონმა ოფიციალურად დატოვა "გოლდენ სტეიტი" და კარიერას დალასში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, კლეი ტეხასურ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რა დროშიც 50 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. გარიგებაში რამდენიმე გუნდი მონაწილეობს - თავის მხრივ, ,,მავერიქსი'' ,,შარლოტ ჰორნეტსში'' ჯოშ გრინს გაუშვებს.

კლეი ტომპსონი თუ რამხელა ფიგურა იყო "გოლდენ სტეიტისთვის" ეს არავის ესწავლება, შესაბამისად, მის საპატივცემულოდ, "ოქროსშტატელებმა" 11-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღეს.

"კლეის მემკვიდრეობა მარადიულად იცოცხლებს. ჩვენს კლუბში მისი სიდიადისა და დიდებულების გამო, მის 11-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოვიღებთ..." - ვკითხულობთ გოლდენ სტეიტის განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ კლეი ტომპსონი 2011 წლიდან გოლდენ სტეიტის ღირსებას იცავდა. მან კლუბთან ერთად 4 საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა (2015, 2017, 2018 და 2021) და ამ კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია.

მიღწევები

  • 4-გზის ჩემპიონი - 2015, 2017, 2018 და 2021 წლები.

  • 5-გზის "ყველა ვარსკვლავის" მატჩი - 2015, 2016, 2017, 2018, 2019 წლები.

  • 3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული - 2016 წელი.

  • 3-ქულიანების საუკეთესო მსროლელი - 2023 წელი

  • NBA-ს რეგულარულ სეზონში ყველა დროის რეკორდსმენი ერთ მეოთხედში ჩაგდებული ქულებით - 37 ქულა

  • NBA-ს რეგულარულ სეზონში ყველაზე მეტი ჩაგდებული სამქულიანი ერთ მატჩში - 14 სამქულიანი

სხვა სტატიები