Belive

ლებრონ ჯეიმსის საოცარი მატჩი | ლეიკერსმა გოლდენ სტეიტს მოუგო

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა'' საკუათა არენაზე ,,გოლდენ სტეიტ უორიორსი'' 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:112 დაამარცხა. პირველ ტაიმში მასპინძლები მეტოქეს 26 ქულით უგებდნენ, მე-4 მეოთხედში კი ,,უორიორსმა'' სხვაობის შემცირება 6 ქულამდე შეძლო, თუმცა საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწია.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც 38 წუთში 42 ქულა, 17 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. 40 წლის კალათბურთელმა მატჩში 9-დან 6 ორქულიანი, 16-დან 8 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

,,გოლდენ სტეიტის'' რიგებში 37 ქულით, 7 მოხსნით, 4 პასით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით სტეფ კარი გამოირჩა. მისი 20 მცდელობიდან ზუსტი მხოლოდ 6 სამქულიანი იყო.

,,ლეიკერსი'' 30 მოგებითა და 19 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, ,,უორიორსი'' კი 25 გამარჯვებითა და 26 წაგებით მე-11 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები