ყველა დროის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
სპორტულმა გვერდმა, Sportico-მ გამოაქვეყნა ყველა დროის TOP 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, რომელთა შორისაც პირველი მაიკლ ჯორდანია, მეორე ტაიგერ ვუდსი, მესამე კი კრიშტიანუ რონალდუ.
ლეგენდარული კალათბურთელი 1 მილიარდით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი უახლოესი მეტოქე.
ტოპ 10-ში შორის არის სამი ფეხბურთელი, სამი გოლფის მოთამაშე, NBA-ს ორი ვარსკვლავი, ჩოგბურთის ლეგენდა და მოკრივე მეივეზერი. სიის ტოპ 16-ში შემავალმა ყველამ გამოიმუშავა 1 მილიარდ დოლარზე მეტი.
ჯორდანი სიის სათავეში დგას 3,75 მილიარდი დოლარით, რომელმაც ეს თანხა 1984 წლის შემდეგ გამოიმუშავა.
ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტის ვარსკვლავების TOP 10 ასეთია:
მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) - 3,75 მილიარდი დოლარი
ტაიგერ ვუდსი (გოლფი) - 2,66 მილიარდი დოლარი
კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 1,92 მილიარდი დოლარი
არნოლდ პალმერი (გოლფი) - 1,76 მილიარდი დოლარი
ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 1,7 მილიარდი დოლარი
ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) - 1,67 მილიარდი დოლარი
ლეო მესი (ფეხბურთი) - 1,67 მილიარდი დოლარი
დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) - 1,5 მილიარდი დოლარი
როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 1,49 მილიარდი დოლარი
ფლოიდ მეივეზერი (კრივი) - 1,48 მილიარდი დოლარი