Belive

ნურკიჩი ფინიქსის ისტორიაში შევიდა - წარმოუდგენელი სტატისტიკა ოკლაჰომას წინააღმდეგ

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ბოსნიის ეროვნული ნაკრებისა და "ფინიქსის" ცენტრმა - იუსუფ ნურკიჩმა ფრენჩაიზის რეკორდი დაამყარა, თუმცა მისი გუნდი "ოკლაჰომასთან" მძიმე ბრძოლაში 110-118 დამარცხდა.

საოცარი მატჩი ჰქონდა იუსუფ ნურკიჩს, რომელმაც "ოკლაჰომას" წინააღმდეგ 14 ქულა, 31 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

ამ შედეგით, მან "ფინიქსის" ფრენჩაიზის რეკორდი დაამყარა - კერძოდ კი, იგი გახდა პირველი კალათბურთელი "ფინიქსის" ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში 31 მოხსნა დააფიქსირა.

ასევე იგი გახდა პირველი კალათბურთელი 2010/2011 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც ერთ კონკრეტულ მატჩში 31 მოხსნის დაფიქსირება შეძლო.

ნურკიჩი "ფინიქსში" 2023 წელს გადავიდა, იქამდე იგი "პორტლენდის" ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში ნურკიჩის ანგარიშზე საშუალოდ 11.8 ქულა, 10.7 მოხსნა და 3.8 შედეგიანი გადაცემაა.

სხვა სტატიები