ლიდერი დაფარებებში | გოგა ბითაძის ორლანდომ ჩიკაგო დაამარცხა
3 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მომდევნო მატჩში, ორლანდო მეჯიქმა ჩიკაგო ბულსს უმასპინძლა და 125:120 დაამარცხა. მეჯიქისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო.
ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს, ჩიკაგოსთან 18 წუთამდე სათამაშო დრო მიეცა და შესანიშნავად გამოიყენა. გოგამ მეჯიქს 8 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა. ბითაძეს პარკეტზე მყოფთა შორის, ყველაზე მეტი დაფარება ჰქონდა. მან 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო ჩააგდო.
21 თამაშის შემდეგ, ორლანდოს 13 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა, მეოთხე ადგილზე (14 მოგებით) კიდევ ერთი ქართველის, სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რაპტორსია.