Belive

ნიკ კალატესმა ევროლიგის რეკორდი დაამყარა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 30-ე ტურში ,,ფენერბაჰჩე'' ,,ბარსელონას'' მასპინძლობს.

თურქული გუნდის უკანახაზელმა, ნიკ კალატესმა, მატჩის პირველივე წუთებში 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ბერძენს ევროლიგურ კარიერაში 435 ჩაჭრა დაუგროვდა, რაც ტურნირის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

კალატესმა ამ შედეგით მისი თანამემამულის, დიმიტრის დიამანტიდისის (434) რეკორდი გააუმჯობესა.

Top 5 - ყველაზე მეტი ჩაჭრა ევროლიგის ისტორიაში:

  1. ნიკ კალატესი - 435

  2. დიმიტრის დიამანტიდისი - 434

  3. რუდი ფერნანდესი - 364

  4. ტეოდოროს პაპალუკასი - 335

  5. იან ვესელი - 332

სხვა სტატიები