22 წლიანი ეპოქის დასასრული - რუდი ფერნანდესი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს
ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი - რუდი ფერნანდესი, სეზონის ბოლოს 22-წლიან კარიერას დაასრულებს.
39 წლის კალათბურთელმა სეზონის ბოლოს კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
რუდი ფერნანდესი ესპანური კალათბურთის ნამდვილი ლეგენდაა. მას ეროვნულ ნაკრებთან და კლუბთან ერთად უდიდესი მიღწევები აქვს დაფიქსირებული, კერძოდ:
2-გზის მსოფლიო ჩემპიონი
4 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი ევრობასკეტზე
2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე
6-გზის ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული
7-გზის ესპანეთის თასის გამარჯვებული
3-გზის ევროლიგის ჩემპიონი
9-გზის ესპანეთის სუპერ თასის გამარჯვებული
3-გზის MVP ესპანეთის თასზე
კარიერის დასრულების გადაწყვეტილების შემდეგ, რუდი ფერნანდესმა განცხადება გაავრცელა.
"მოხარული ვარ, რომ კალათბურთში ჩემთვის დიდებული კარიერა შედგა. ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს წინა წლებს ვუყურებ.
ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, ჩემთვის კალათბურთიდან წასვლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა, რაც ოდესმე ცხოვრებაში მიმიღია, თუმცა ახლა სხვა რაღაცებით უნდა დავტკბე..." - რუდი ფერნანდესი
რუდი ფერნანდესის კარიერა ესპანურ "ხოვენტუდში" დაიწყო, 2008-2011 წლებში კი NBA-ში, კერძოდ კი "პორტლენდში" თამაშობდა. პორტლენდის შემდეგ იგი სამშობლოში, კერძოდ კი "რეალში" დაბრუნდა, თუმცა შემდეგ 1 წლით კვლავ NBA-ში დაბრუნდა, კერძოდ კი "დენვერში", თუმცა ეს ყველაფერი ხანმოკლე იყო და 2012 წლიდან მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს.